28 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ეხმიანება.
შსს: „აქციაზე 32 სამართალდამცავი დაშავდა… დაკავებულია 43 პირი…“
ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელშიც წერს:
„ვინც დღეს დუმხართ, ისტორიაში ჩაეწერებით როგორც თქვენი ქვეყნის და ხალხის მოღალატეები!“ – წერს ნოდიკო ტატიშვილი.
ვინც დღეს დუმხართ, ისტორიაში ჩაეწერებით როგორც თქვენი ქვეყნის და ხალხის მოღალატეები!
Posted by Nodiko Tatishvili on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024
ცნობისათვის, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მმართველი გუნდის გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.