ნოდიკო ტატიშვილის დედა, მაია ურიგაშვილი ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, როგორ გოგონას ისურვებდა სარძლოდ:
„ჩვენ ძალიან დადებითი და პოზიტიური ოჯახი გვაქვს. სტუმარი, იუმორი ძალიან გვიყვარს. ვამბობ, რძალიც აუცილებლად უნდა მღეროდეს-მეთქი. მე რომ ვმღერი და ჩემი ქმარი – არა, თითქოს რაღაც მაკლია. თუ არ იმღერებს, არც ამით დავიწუნებ, მაგრამ სასურველია, მთავარია, ჩემი შვილი უყვარდეს… ნოდიკო როცა ვინმეთი მოხიბლულია, ეტყობა…“