LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ელექტროქარები ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილებს აჭარბებენ

128
MG4-Nissan-Leaf-2023-duell-10-ed

ნორვეგიაში ელექტროქარების რაოდენობამ საწვავზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობას პირველად გადააჭარბა. საინტერესო სტატისტიკას ნორვეგიის საგზაო მოძრაობის საინფორმაციო საბჭო ავრცელებს.

მთლიანობაში ქვეყანაში 2,8 მილიონი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, საიდანაც 754 303 ელექტროქარია, ხოლო 753 905 ტრადიციული აგრეგატის მქონე. გარდა ამისა, ნორვეგიაში გადაადგილდება 366 ათასი ჰიბრიდი და მილიონამდე დიზელზე მომუშავე მანქანა.

რაც შეეხება ელექტროქარების პოპულარობას, ანალიტიკოსთა აზრით ყველაფერი მთავრობის ინიციატივებს უკავშირდება – ელექტროქარების მფლობელები მიმზიდველი შეღავათებით სარგებლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები