ნუკა კვალიაშვილი ჟურნალ „სარკეს“ პირადი ცხოვრების შესახებ უყვება.
ის ამჟამად მეორე ქორწინებაში იმყოფება და სამი შვილის დედაა, ორი ბიჭი პირველი ურთიერთობიდან ჰყავს.
თქვენს მეუღლეს, გოჩას, ხომ არ გაუჭირდა სანისთან და ლუკასთან საერთო ენის გამონახვა?
ჩემი მეუღლე არა მხოლოდ ლუკას და სანის, არამედ ყველა ბავშვს უყვარს, რადგან თვითონ მას აქვს ბავშვების მიმართ უკიდეგანო სიყვარულის შეგრძნება და განცდა. მე არ მითამაშია იმდენი ბავშვებთან, რამდენიც გოჩას. გამორიცხული იყო, რომ საერთო ენა ვერ გამოენახათ. პირველივე დღიდან ვართ ოჯახი, რომელიც სიყვარულით მიჰყვება ცხოვრების ბილიკებს.
თქვენს პირველ ქმარზეც გკითხავთ, ზრუნავს თუ არა ბავშვებზე?
ოფიციალურად მყავს ერთი მეუღლე – გოჩა და მასთან ერთად ვცხოვრობ დღეს. ასევე დავამატებ, რომ წარსულის ადამიანებზე არ ვსაუბრობ, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით გადასარევი ურთიერთობა გვაქვს…