ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არ აჰყავს ძიძა:
„ამ მხრივ, ჩემპიონი ვარ – არც პირველი ბავშვის გაზრდაში მეხმარებოდა ვინმე და მეორესაც მარტო ვზრდი. რა თქმა უნდა, ბენს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ძირითადად, მუშაობს და სახლში რომ მოდის, შეძლებისდაგვარად ცდილობს, დამეხმაროს. ჩემი თაობის მამები რომ იყვნენ, ბენი ასეთი არ არის, ძალიან ჩართულია ბავშვების აღზრდასა და მოვლაში, თუმცა ღამეს მე ვათენებ, რადგან ის დილით სამსახურშია წასასვლელი. მთელი ღამე ბენს და ოვის მშვიდად სძინავთ, მე და პატარა კი ვსხედვართ განათებული ნაძვის ხის გვერდით. დედამთილ-მამამთილი შორს ცხოვრობს და ფიზიკურად ვერ მეხმარებიან. ხანდახან ოვი მიჰყავთ. ხშირად მეკითხებიან, ძიძა რატომ არ გყავსო. ოვი პირველად მაშინ დავუტოვე ძიძას, როცა 6 წლის იყო. ზოგადად კი, ისეთი მშიშარა ვარ, ბავშვებს ძიძას კი არა, ოჯახის წევრებს ვერ ვუტოვებ. ამიტომ ძიძის აყვანა გამორიცხულია!..“
