LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების ვაკანსია – კანადური კომპანია ტკბილეულის დაგემოვნებაში 78 000 დოლარს იხდის

95
Capture

ნუთუ ოცნების სამსახური ნამდვილად არსებობს? კანადური კომპანია ეძებს ადამიანს, ვინც დღეში უამრავი ტკბილეული უნდა მიირთვას და თან ამაში ასობით დოლარი მიიღოს.

Candy Funhouse-ის დირექტორის განცხადებით, შერჩეულმა კანდიდატმა დღეში დაახლოებით 113 სხვადასხვა სახეობის ტკბილეულს უნდა გაუსინჯოს გემო, რაც თვეში 3,500-ზე მეტ ნაწარმს ნიშნავს. შემდეგ თითოეულ პროდუქტზე თავისი შეფასება დაწეროს და ამ საქმის შესრულებისთვის მას წელიწადში 78 ათას დოლარს გადაუხდიან.

ჩატარდება ტკბილეულის სხდომები, სადაც გადაწყვეტენ თუ რომელი პროდუქტი უნდა გაიტანონ ბაზარზე, რომელი გააუმჯობესონ და მოკლედ Funhouse-ის მთავარი სტრატეგია შეადგინონ.

„ყველაზე ტკბილი“ პოზიციის დასაკავებლად განაცხადის შევსება შეუძლია ყველას, მიუხედავად ასაკისა და ადგილსამყოფლისა. თუკი ბედის ცდა თქვენც გსურთ ეს ლინკი გამოგადგებათ. https://www.linkedin.com/jobs/view/3177227708/

გარდა ამისა, არ არის საჭირო რაიმე გამოცდილება და კომპანია მზადაა კანდიდატმა დისტანციურადაც კი იმუშაოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები