“ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება. ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა არის დემოკრატიის ანი და ბანი,” – აცხადებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი და ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან კომპრომისები არსებობს და თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, გონივრული კომპრომისებისთვის ისევ მზად არიან.
როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, არც ერთი ქვეყანა და საერთაშორისო ინსტიტუცია არ დარჩა, რომელმაც ის რეალობა არ დაინახა, რაც არსებობს ხელისუფლების კომპრომისებსა და რადიკალური ოპოზიციის არაადეკვატურ ნაბიჯებს შორის:
“„არც ერთი ქვეყანა და საერთაშორისო ინსტიტუცია არ დარჩა, რომელმაც ის რეალობა არ დაინახა, რაც არსებობს ხელისუფლების კომპრომისებსა და სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის არაადეკვატურ ნაბიჯებს შორის. საერთაშორისო ინსტიტუციები რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებენ, საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ და ამომრჩევლის ხმა პარლამენტში მიიტანონ.
ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება. ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა არის დემოკრატიის ანი და ბანი. სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, რომ ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან გარკვეული პოლიტიკოსები მაინც შეძლებენ, ის ბარიერი გადალახონ, რაც ქვეყანაში ნოემბრიდან შეიქმნა. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არსებობს და თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, გონივრული კომპრომისებისთვის ისევ მზად ვართ. ეს არ იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილებისა და სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგო.” – თქვა მაჭარაშვილმა.
დღესვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ გარკვეული შეთანხმებებისთვის ვითარება უკვე მომწიფდა და აქვს მოლოდინი – უახლოესი დღეების განმავლობაში მხარეებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ.
მისი თქმით, კომპრომისი იმის კომპრომისია, რომ ორივე მხარემ უნდა იფიქროს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.
