LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ქუჩაში დევნისთვის ნამდვილად არ სცალია სახელმწიფოს. თუ გადაცდებიან კანონს, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები ადეკვატურად იმოქმედებენ: გურამ მაჭარაშვილი

48
გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ქუჩაში დევნისთვის არ სცალია. მისივე განმარტებით, აქციები დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაჭარაშვილის თქმით, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები ადეკვატურად იმოქმედებენ.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის დესტრუქცია და რადიკალიზმი, საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ თავისი ამომრჩევლის წინაშე არასერიოზული დამოკიდებებულებები აქვთ.

სააკაშვილი: ჩემი რჩევაა – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და “ოცნება” საკუთარ თავთან მარტო დატოვონ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ – ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

ლევან ვარშალომიძე: უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე

ჩვენ განსხვავება ყოველთვის გვქონდა რადიკალურ ოპოზიციასთან, რადგან ყოველთვის ვიყავით ორიენტირებულები საქმეზე, არჩევნებს ვგულისხმობ, ოპოზიცია კი ყოველთვის იყო ორიენტირებული დესტრუქციაზე. ეს მათ სასარგებლოდ არასდროს არ იმუშავებდა და ასეც მოხდა. პირველ ტურში, როდესაც 47% ავიღეთ და მერე ტურშიც, როდესაც 20-დან 19 მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ეს ნიშნავს, რომ მათი დესტრუქცია და რადიკალიზმი საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია.

შეიძლება საზოგადოების ნაწილი არ უჭერდეს მხარს ქართულ ოცნებას, მაგრამ ვერ ხედავდეს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ნორმალურ ოპოზიციად აღიქვამდა. აქედან გამომდინარეა, რომ ერთ წრეზე ტრიალებს რადიკალური ოპოზიცია.

როდესაც ერთ წელიწადში სამჯერ მოგვცა საზოგადოებამ მანდატი, ერთხელ ოფიციალურად შეიკრიბა 100 ათასი ადამიანი და ლეგიტიმაცია მისცა არჩევნებს, ნიშნავს იმას, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში, ქართულმა ოცნებამ, როგორც პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ბევრი მიმართულება უნდა გავაძლიეროთ, ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც.

ოპოზიციის ახირებებისთვის და მათი ქუჩაში დევნისთვის ნამდვილად არ სცალია სახელმწიფოს. თუ შეიკრიბებიან და აქციები იქნება ეს დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, ოღონდ კანონის ფარგლებში. თუ გადაცდებიან კანონს, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები იმოქმედებენ ადეკვატურად.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატების დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, არასერიოზული დამოკიდებულებები აქვს ამ ხალხს სამწუხაროდ ყველაფრის მიმართ და ანალოგიური დამოკიდებულებები გამოაჩინეს თავის დროზე, საკუთარი ამომრჩევლების წინაშეც კი, რომლებმაც ისინი აირჩიეს საქართველოს პარლამენტში და შემდგომ დაწერეს განცხადებები. მაშინ ეს პოლიტიკური აქტი იყო ყველა ოპოზიციონერის მხრიდან განცხადებების დაწერა და ამიტომ ჩვენ ეს არ დავაკმაყოფილეთ, მატ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სავარაუდოდ მიხვდა, რომ მას უკვე პერსპექტივა ნამდვილად აღარ ჰქონდა. რაც გააკეთა ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის, რომ არასერიოზულად მოეკიდა ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, ეს იქნება მის პოლიტიკურ ისტორიაში ჩაწერილი, როგორც ნეგატივი.

მიუხედავად იმისა, მისი წინადადებები გავა, თუ არ გავა პარლამენტში, ის იქ უნდა იყოს 4 წლის განმავლობაში და აჟღერებდეს თავისი ამომრჩევლის ხმას. პარლამენტში ვიღაც ოპოზიციონერია, ვიღაც ხელისუფლების წარმომადგენელია. რა თქმა უნდა, ოპოზიციის წინადადებები უმეტეს შემთხვევაში ვერ გავა, ეს ჩვეულებრივი ანი-ბანია. რა ეგონა მამუკა ხაზარაძეს რომ შემოვიდოდა პარლამენტში მაგის წინადადებები გავიდოდა? ჯერ ერთი მაგის წინადადებები ჩვენ არ მოგვისმენია, გარდა დესტრუქციისა და საგამოძიებო კომისიის შექმნისა, სხვა საკანონმდებლო ინიციატივები არ ჰქონია.

საზოგადოება გაცილებით გაზრდილია პოლიტიკურად, ვიდრე თავად პოლიტიკოსები. ეს რომ ასეა, ოდირის დასკვნაშიც არის მითითებული. მათ დაინახეს, რომ საქართველოს საზოგადოება უფრო კარგად შეაფასებდა ამ არჩევნებს, ვიდრე თავად პოლიტიკოსები.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე საერთოდ კომენტარსაც არ გავაკეთებ. ამ ადამიანის არამცთუ ქმედებები, არამედ განცხადებები არის კომიკური და არასერიოზული“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები