“პოლიტიკური მოცემულობა 2022 წლის 20 ივნისის შემდეგ სრულად შეიცვალა და რაც იყო 2012 წლიდან, აღარასდროს დაბრუნდება. ივანიშვილის „ოცნება“ აღარ კარნახობს ქართველ ხალხს – 20 ივნისის შემდეგ ქართველი ხალხი კარნახობს თავის ნებას ყველა პოლიტიკოსს”, – ასე ეხმიანება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში ასევე წერს, რომ “ქართული ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და “გირჩს” ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები “ოცნების” ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახან დაფუძნებული “ყაველაშვილის ტრიო”:
“2022 წლის 20 ივნისის შემდეგ ივანიშვილის „ოცნება“ აღარ კარნახობს ქართველ ხალხს – ქართველი ხალხი კარნახობს თავის ნებას ყველა პოლიტიკოსს
ივანიშვილის „ოცნებამ“ (კობახიძე-პაპუაშვილმა) დღეს შემოგვთავაზეს ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობის ახალი ეტაპი – ჯერ დეპოლარიზაცია და მერე საარჩევნო ბარიერის დაწევა.
გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს: პატარა პარტიებო, თუ გინდათ, რომ 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი დავწიოთ 1, ან 2 %-მდე, მოგახვედროთ პარლამენტში და ერთად გავაგრძელოთ ივანიშვილის მსახურება, როგორც ახლა, მორიგ ჯერზე გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები და შემოდით ჩვენს მიერ დაანონსებულ კომისიებში.
დიდი ხანია, „ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახან დაფუძნებული „ყაველაშვილის ტრიო“.
პოლიტიკური მოცემულობა 2022 წლის 20 ივნისის შემდეგ სრულად შეიცვალა და რაც იყო 2012 წლიდან, აღარასდროს დაბრუნდება. ივანიშვილის „ოცნება“ აღარ კარნახობს ქართველ ხალხს – 20 ივნისის შემდეგ ქართველი ხალხი კარნახობს თავის ნებას ყველა პოლიტიკოსს. ხალხმა აღიდგინა ის, რაც დაკარგული ჰქონდა – ქართველმა დაიბრუნა ძალაუფლება და თქვენი ვაჭრობა აღარაფერს ნიშნავს.
ზუსტად იმიტომ ხართ „ღალატის პარტია“, რომ სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობთ რუსეთთან, პატარა პარტიებთან და ყველასთან. კორუფციის მორევში ჩაფლულები ქურდავთ და აყაჩაღებთ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ზუსტად იმიტომ ხართ “ღალატის პარტია”, რომ თქვენი პარტიის სახეები მხოლოდ ოპონენტებს კი არა, საზოგადოებას და მთელ ქართველ ხალხს დედის გინებით მიმართავენ.
ერთი სიტყვით, დიახ, გვჭირდება დეპოლარიზაცია. ხოლო დეოლიგარქიზაცია და რადგან ერთი ოლიგარქი გვყავს, მონარქის განდევნა პოლიტიკური ველიდან კი, ავტომატურად, ნიშნავს დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისს.
არ იქნება ოლიგარქი, იქნება დეპოლარიზაცია!
არ იქნება ოლიგარქი? იქნება მშვიდობა!
არ იქნება ოლიგარქი? იქნება ევროპა!” – წერს ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.