LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხელფასი 10%-ით გაიზრდება 

184
Untitled design

ოქტომბრიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლების ხელფასი 10%-ით გაიზრდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად:

„ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს.

სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2536 ლარი, პარამედიკოსის – 2184, მოტომედიკოსის – 2184, უმცროსი ექიმის – 1800, ექთნის- 1664, მძღოლის – 1520, დისპეტჩერის – 1392, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1648, ცვლის უფროსის – 2560, ცვლის უფროსის მოადგილის -2128, ოპერატორის -1024.

აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება.

უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა.

2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

magti 5g