მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა The Weeknd-თან ერთად, რომანტიკულ ვახშამზე არაერთხელ გადაიღეს, უცხოური გამოცემები დარწმუნებით იუწყებოდნენ, რომ ვარსკვლავები ერთმანეთს ხვდებოდნენ. თუმცა, მალევე ანჯელინამ სრულიად შოუბიზნესს გზა-კვალი აურია. ის ყოფილ ქმართან, ჯონი ლი მილერთან პაემანზე გადაიღეს.
ფოტო: ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან ერთად გადაიღეს
როგორც ჩანს, ვარსკვლავური სასიყვარულო სამკუთხედი დასავლური მედიის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. მათზე აქტიურად იწერება. სულ ცოტა ხნის წინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ინსაიდერების განცხადებით, ჯოლი პაემნებზე სიარულით საოცრად ერთობა და ცდილობს დაკარგული დროის ანაზღაურებას.
„მრავალი წლის განმავლობაში ის მარტო იყო და არავინ აინტერესებდა, ახლა კი ორივეს ერთდროულად ხვდება და აქამდე ასეთი გამხიარულებული არასდროს გვინახავს“, – აცხადებენ ინსაიდერები.
შეგახსენებთ, ანჯელინა და ჯონი ერთმანეთს 1995 წელს შეხვდნენ, ერთი წლის შემდეგ იქორწინეს, ურთიერთობა კი 1999 წელს, განქორწინებით დაასრულეს.