ემა სტოუნისა და რეჟისორ დეივ მაკკერის რომანის შესახებ გასულ წელს გახდა ცნობილი. წყვილი დაინიშნა და მარტისთვის ქორწილიც დაგეგმა, თუმცა, პანდემიის გამო ცერემონია გადაიდო. შემოდგომაზე კი ცნობილი გახდა, რომ „ოსკაროსანი“ მსახიობი გათხოვდა და შვილს ელოდება. აღნიშნული იფორმაცია ოფიციალურად წყვილს არ დაუდასტურებია, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ემა ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეორნობისას გადაიღეს.
32 წლის ვარსკვლავს მუცელი საკმაოდ აქვს წამოზრდილი, სავარაუდოდ ის უკვე ორსულობის მე-7 თვეში იმყოფება. სტოუნმა სეირნობისთვის შავი მაისური და ლეგინსები აირჩია.