LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი ახალი შემთხვევა სამხრეთ კორეაში – კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

486
25china-briefing-1-videoSixteenByNineJumbo1600 (1)

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული 55 წლის მამაკაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა. სამხრეთ კორეაში ყველა დიდ აეროპორტში მგზავრთა შემოწმება მიმდინარეობს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაშიც. საფრანგეთში ვირუსით 3 ადამიანია დაინფიცირებული. მედიკოსების განცხადებით, ვირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება.

კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა  აშშ-ში. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმედს იტოვებენ, რომ კორონოვირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ამისთვის ემზადებიან. მედიკოსების განცხადებით, ვირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება.

ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება - ჩინეთის პრეზიდენტი

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი - 1,975-ია.

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი უკვე 80-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულია 3 ათასამდე ადამიანი.ჩინეთში ვითარების ადგილზე გასაცნობად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაემგზავრება.

„ჩვენ კვირაში შვიდი დღე, 24 საათი ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ჩინეთს და ჩინელ ხალხს მათთვის ამ მძიმე პერიოდში“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მიკრობლოგ „ტვიტერში“.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსის სამკურნალოდ შესაბამისი ვაქცინა ამ დრომდე არ არსებობს.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

გაიგეთ უფრო მეტი:

კორონავირუსის წყარო შესაძლოა გველები იყვნენ – რას ამბობენ მეცნიერები

ვპასუხობ შეკითხვებს ვირუსთან დაკავშირებით: ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

ჩინეთში აპრილამდე სპორტი არ იქნება: მიზეზი კორონავირუსია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები