LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„PACE-ს რეზოლუცია იყო „კოლექტიური გონჩარენკოების“ გადაწყვეტილება… რაც შეეხება ოპოზიციას, ესენიც არიან კოლექტიური „გონჩარენკოები“… ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და „გონჩარენკოების“ დასასჯელი“ – ირაკლი კობახიძე

132
ირაკლი კობახიძე

„თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, განვაახლებთ მუშაობას [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში]. ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც 140 ხმით დამტკიცდა.

პრემიერმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

ირაკლი კობახიძე – დღეისათვის, სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი – ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება

„ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა 140 ხმით. აქედან გამომდინარე, ასეთი უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული. მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება. თუ დასრულდება ის უსამართლობა, ის არასწორი მიდგომა, პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, განვაახლებთ მუშაობას. ამ ეტაპზე, ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის შეფასებით,“ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის ფაქტი, რომ „ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახეა ის უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ“:

სალომე სამადაშვილი: „ქოცს“ სანამ საიდანღაც აგდებენ, იძახის მე თვითონ მივდივარო… მიტოვებული მიჯნურივით იტყუება, მე მივატოვეო“

134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

„ეს იყო კოლექტიური „გონჩარენკოების“ გადაწყვეტილება. ზოგადად, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, რომ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახეა ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რაიმენაირად ამის გამო „დაგვსაჯოს“. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და „გონჩარეკნკოების“ დასასჯელი. როდესაც ევროპული საბჭოს საპარლამეტნო ასამბლეის ერთ-ერთი სახეა გონჩარენკო, ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში, ასევე მის რეზოლუციებში. რაც შეხება ოპოზიციას, ესენიც არიან კოლექტიური „გონჩარენკოები“, არაფერი განსხვავება არ არის, მათაც მეორე ფრონტი უნდოდათ და ვერ მიაღწიეს, ამის გამო არიან დღეს გაგულისებულები, როგორც გონჩარენკო. აქედან გამომდინარეობს ყველა მათი ქმედება, უცხოელი აგენტები არიან როგორც გონჩარენკო. ერთადერთი ამოცანაა შეასრულონ პატრონის დავალება, პატრონი განაწყენებულია, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით“,-აღნიშნა პრემიერმა.

კახა კალაძე ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე: „ეს იყო ღირსეული ნაბიჯი… ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ – ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი“

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g