LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაემანზე აპირებთ წასვლას? 6 ძალიან საჭირო რჩევა მამაკაცებისთვის

160
Screenshot 2023-08-22 141757

თუკი მარტოხელა მამაკაცი ბრძანდებით და იდეალურ პარტნიორს ეძებთ, მაშინ ეს რჩევები სწორედ თქვენთვისაა.
პაემნებზე სიარული შესაძლოა ძალიან დამღლელი იყოს, თუმცა ყოველი პირველი პაემანი შესაძლოა ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის სტარტად გადაიქცეს.

თანამედროვე რეალობაში წესები თითქმის აღარ არსებობს, 50 წლის წინ პირველი ნაბიჯის გადადგმას კაცისგან ელოდნენ, ყველა ხარჯიც მხოლოდ მას უნდა აეღო საკუთარ თავზე. დღესდღეობით ყველაფერი გამარტივებულია, თუმცა მამაკაცები გარკვეულ წნეხს მაინც გრძნობენ.

1. გადადგი ნაბიჯი
რაც არ უნდა ცუდი გამოცდილება გქონდეთ წარსულში, ახალი ნაცნობების გაჩენაზე უარი მაინც არასდროს თქვათ. მიეცით თქვენს თავს და სასურველ პარტნიორს შანსი.

2. გაიცანი ადამიანები ონლაინ და რეალურ ცხოვრებაში
მამაკაცებისთვის საუკეთესო რჩევა ალბათ ონლაინ და რეალური ნაცნობობის გაერთიანებაა. სცადეთ სხვადასხვა აპლიკაციები და რეალური ურთიერთობების შანსიც არ გაუშვათ ხელიდან.

3. ფლირტი ზედმეტი არ მოგივიდეს
ფლირტის ტექნიკას ნამდვილად სჭირდება ცოდნა, თუმცა უმჯობესია თუკი ამ საკითხში ზედმეტი არ მოგივათ და ზოგჯერ ბუნებრივ მომხიბვლელობასაც დაეყრდნობით.

4. სწორი ლოკაცია
პაემნისთვის სწორი ლოკაციის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია სიმყუდროვე, კომფორტი და ნაკლები ხმაური, რათა კომუნიკაცია წარმატებული იყოს.

5. კარგი შთაბეჭდილება
პირველი შთაბეჭდილება რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გადამწყვეტიცაა, ალბათ ეს ყველას გსმენიათ. კარგად გაემზადეთ, შეეცადეთ იყოთ მოდუნებული, თავდაჯერებული და მეგობრული.

6. დასვი კითხვები
პაემნის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი წესი – გადადეთ ტელეფონი გვერდით და მთელი ყურადღება პარტნიორს დაუთმეთ. დასვით კითხვები და პასუხებს მთელი ყურადღებით მოუსმინეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები