მომღერალი ნანი ბრეგვაძე ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემას ესტუმრა და „სხვა კითხვებზე“ გულწრფელად ისაუბრა.
ერთ-ერთ კითხვაზე – მისაღებია თუ არა წყვილისთვის ქორწინებამდე ურთიერთობა, მომღერალმა აღნიშნა, რომ დღეს ეს ბუნებრივია, თუმცა მის ახალგაზრდობაში საზოგადოება ამას სრულიად სხვაგვარად უყურებდა.
„ჩვენ დროს მიუღებელი იყო. რუსთაველზე რომ მეორეჯერ გავლიდი, შენ უკვე გაფუჭებული გქონდა სახელი..
მე-11 კლასში ერთი ბიჭი მომეწონა, მანაც სიმპათია გამოხატა და კინოში დამპატიჟა. ეს რომ ჩემს კლასელებს მოვუყევი, მითხრეს: ნანი, თუ კინოში წაყვები, ესეიგი უნდა გაყვე ცოლადო. ისე შემეშინდა, დედაჩემიც არ გამიშვებდა… დარჩა ის იქ, მე აქეთ“.
მომღერლის თქმით, მას პაემანი არასდროს ჰქონია.
„თქვენ არ იცით მაშინ რა დრო იყო. ახლა ძალიან თავისუფლები ხართ და ეს კარგია – გაქვთ არჩევანი, არავინ ერევა პირად ცხოვრებაში. დააშავებ? თავადვე ხარ პასუხისმგებელი საკუთარ ქცევებზე,“ – აღნიშნა ცნობილმა მომღერალმა.
