„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ განხორციელებული საკადრო ცვლილებები „პაიკების მოძრაობაა დაფაზე“. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„არიან პაიკები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ჩათვლით. ერთი ფიგურა იყო მეფესავით ივანიშვილი, ჭადრაკის დაფიდანაც გავიდა და ახლა ამ დაფის ქვემოთ არის და აკაკუნებს, სადაც ამოარტყამს, იმას გადააგდებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამავე თემაზე:
