LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცებმა ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ქალიშვილი ცრემლებამდე მიიყვანეს – ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიცვა

691
page

პაპარაცებმა, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის 8 წლის ქალიშვილი ლეა, ცრემლებამდე მიიყვანეს. ინციდენტი სტამბოლში მოხდა, სადაც ახლა ტოპ-მოდელი ოჯახთან ერთად ისვენებს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ირინა შეიკი შვილთან ერთად რესტორან, Oligark-ში იმყოფებოდა. თურქულმა პრესამ შეიტყო მოდელის ადგილსამყოფელი და რესტორანი ალყაში მოაქცია.

როდესაც 39 წლის მოდელი შენობას ტოვებდა, პაპარაცებმა მას და ლეას კამერები მიუშვირეს. კამერების მკვეთრმა განათებამ შეიკი აიძულა, თავი ტანსაცმლით დაეფარა, ხოლო პატარა ლეა, რომელიც მას გვერდით მიჰყვებოდა, ნერვიულობისა და სტრესის ფონზე, ატირდა.

ვიდეომ, სადაც ლეა ტირის, ინტერნეტსივრცე მოიცვა და საერთაშორისო მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

დედინაცვალი და გერი – ჯიჯი ჰადიდი ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ქალიშვილთან ერთად სეირნობის დროს გადაიღეს

ფერმკრთალი სახე თუ ცუდი მაკიაჟი –  ირინა შეიკი „კანის კინოფესტივალის” კულისებში

ბრედლი კუპერისა და მშვენიერი ლეას უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები