პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწერალ დათო ტურაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.
დათო ტურაშვილზე საუბრის დროს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „იმავე სტუდიიდან სხვა ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა მიდიოდა“.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მას ამ ყველაფრის მიღება ასე ემოციურად მოუწია და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს.
ამავე დროს, რთულია, არ დაინახო ის ფარისევლობა, ვინაიდან ის ტელევიზიაში გამოდიოდა, იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში ან გვერდით სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება. სწორედ ეს გესლი, რომელიც ამ მედიიდან მოედინება…
გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, გაიხსენეთ ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იმავე სტუდიიდან ხომ არ მიდიოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა?
ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლს საზოგადოებას აწვეთებენ და ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში შხამის შეტანას ცდილობენ – ეს ადამიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე. აი, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა. ადამიანები, რომლებიც სხვას მორალურად ანადგურებენ, შემდეგ წუხან ხოლმე სხვა ადამიანებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა.
გადაცემაში გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
დღეს, 20 მარტს დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს.
„გულის შეტევას გადაურჩა“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამავე თემაზე: