„ყველა, ვინც დღეს ამბობს, რომ თითქოს ევროკავშირი ითხოვს საარჩევნო ბარიერის დაწევას, სინამდვილეში ანტიევროპულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული მან უპასუხა კითხვას, აპირებს, თუ არა ხელისუფლება ევროკავშირის მიერ გაცემული 9 რეკომენდაციის შესრულებას და ამ ნაწილში საარჩევნო ბარიერის დაწევა თუ ამოიკითხა.
„არათუ მე არ ამოვიკითხე, ოპოზიციამაც კი არ ამოიკითხა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბარიერი პრობლემა არ არის, ევროკავშირი აცხადებს, რომ 5% არის ადეკვატური.
[ბარიერის დაწევაზე საუბარი] საბოლოო ჯამში, ეს არის მანიპულაციის პრობლემა და პირველი რეკომენდაცია სწორედ ამას, დეზინფორმაციას შეეხება, მათ შორის ესეც გახლავთ ანტიევროპული დეზინფორმაცია, ისე ხდება წარმოჩენა, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოში ითხოვს ბარიერის დაწევას.
კალაძე: „თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე? ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვას არ ვაპირებთ“
„არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს“.
ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაცია, ამიტომ პირველი რეკომენდაციის ხათრით, ყველას მოგიწოდებთ, რომ ბარიერთან დაკავშირებით ანტიევროპულ დეზინფორმაციის გავრცელებას შევეშვათ!
რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებაში შემდეგ იწვევს გაბრაზებას, რომ რატომ შეიძლება ვინმემ მოითხოვოს ბარიერის დაწევა და ა.შ.
და შეიძლება შემდეგ იწვევდეს ნეგატიურ განწყობებს ევროკავშირთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველა, ვინც დღეს ამბობს, რომ თითქოს ევროკავშირი ითხოვს ბარიერის დაწევას სინამდვილეში ეწევა ანტიევროპულ დეზინფორმაციულ კამპანიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა ქვეყანაში, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს“ – დავით ხაჯიშვილი
მანვე აღნიშნა, რომ როგორც 12 რეკომენდაცია შესრულდა წარმატებით, ზუსტად ასეთივე წარმატებით აპირებენ 9 რეკომენდაციის შესრულებას.