LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი კვლავ ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია

122
753564-visuel-paris-tour-eiffel-rue

პარიზმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. ბრიტანულმა კომპანიამ Euromonitor International გამოაქვეყნა ყოველწლიური რეიტინგი – The City Destinations Index (CDI), რომელიც ქალაქებს არაერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის მიხედვით აფასებს. შეფასების კრიტერიუმებს შორისაა ეკონომიკური და ბიზნესგარემო, ტურიზმის განვითარება და ინფრასტრუქტურა, ტურისტული პოლიტიკა და ქალაქის საერთო მიმზიდველობა, ასევე უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სტაბილურობა.

The City Destinations Index-ის მონაცემებით, საფრანგეთის დედაქალაქი ზედიზედ უკვე მეხუთე წელია  მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული ქალაქის სტატუსს ინარჩუნებს.

პარიზის წარმატება განპირობებულია მაღალი ხარისხის ტურისტული ინფრასტრუქტურით, ძლიერი კულტურული გავლენითა და ეკოლოგიური მდგრადობისკენ მიმართული ინიციატივებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნოტრ-დამის ტაძრის ხელახალი გახსნა, რომელმაც ქალაქში ტურისტების ინტერესის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. პარიზი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ქალაქად მსოფლიოში – გასულ წელს მან 18 მილიონზე მეტ საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლა.

რაც შეეხება ქალაქების ათეულს, რომლებიც Euromonitor International-ის შეფასებით 2026 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე მიმზიდველ მიმართულებებად ითვლება, სია ასეთია:

  • პარიზი, საფრანგეთი
  • მადრიდი, ესპანეთი
  • ტოკიო, იაპონია
  • რომი, იტალია
  • მილანი, იტალია
  • ნიუ-იორკი, აშშ
  • ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • ბარსელონა, ესპანეთი
  • სინგაპური, სინგაპური
  • სეული, სამხრეთ კორეა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები