პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბექა გრიგორიადისი 173-ე ადმინისტრაციული მუხლით დააპატიმრეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს.
ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
ამავე თემაზე:
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს