პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
შსს: პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ
როგორც „ფორტუნას“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ.
პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.
„ფორტუნა“ დეტალებს შსს-ში არკვევს.
ცნობისთვის, პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეკრიბნენ.