დედოფალმა, მისმა ახალშეძენილმა მეუღლემ და მეჯვარემ ქორწინების პირველი ღამე ციხის საკანში გაატარეს.
შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა და პატარძალმა საკუთარ ქორწილში დედამისი სასტიკად სცემა. შედეგად ახალდაქორწინებულები პოლიციამ დააპატიმრა.
გამოცემა Daily Record-ის ინფორმაციით, ყველაფერი 26 წლის კლერ გუდბრენდმა დაიწყო. მაშინ როცა ის დედას ურტყამდა, არეულობაში მისი საქმრო იმონ გუდბრენდი, როგორც მოგვიანებით გაირკვა პროფესიონალი მოკრივეც ჩაერთო. სიძემ, მეჯვარის დახმარებით რამდენიმე სტუმარი სცემა და ზოგიერთმა დაზარალებულმა საკმაოდ სერიოზული ტრავმები მიიღო.
დაპატიმრების შემდეგ სამივე მოჩხუბარი ცალ-ცალკე კამერებში ჩასვეს. ინციდენტის მიზეზს არც თავდამსხმელები და არც სტუმრები არ ასაჯაროებენ.
პატარძალმა, ისევე როგორც სიძემ, დანაშაული უკვე აღიარეს. სასამართლო განაჩენს 29 აპრილს გამოიტანს.