LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი „ტვიტერის“ გვერდზე ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს

113
BeFunky-collage (45)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს. მისალოცი ტექსტი “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა.

„თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს.

თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში.

გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის მისალოც წერილში.

6 თებერვალს ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წელი გავიდა.

დედოფალმა ტახტი 1952 წელს დაიკავა და იგი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მონარქია.

 

 

magti 5g