LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკაპი „ფორსაჟიდან“ აუქციონზე გაიყიდება – ფოტო

103
1428x1428 (1)

Ram 1500 TRX-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც „ფორსაჟის“ მეათე ნაწილში ჯონ სინის პერსონაჟმა მართა, გასაყიდად გამოჩნდა. 2021 წელს გამოშვებული ეს ავტომობილი 265 000 დოლარად არის შეფასებული.

გამყიდველის თქმით, ფილმის გადაღებებისთვის პიკაპი საფუძვლიანად გადააკეთეს. მთლიანმა ბიუჯეტმა 300 000 დოლარს გადააჭარბა, საიდანაც დაახლოებით 100 000 დოლარი მხოლოდ საკიდარის მოდერნიზაციაზე დაიხარჯა.

ავტომობილს აქვს გაძლიერებული ჩარჩო, საწვავის ავზის დამატებითი დაცვა, შეკვეთით დამზადებული გაფართოებული ფრთები და 40 დიუმიანი BFGoodrich KR3 საბურავები. ასევე დამონტაჟებულია ორი სრულმასშტაბიანი სათადარიგო ბორბლის სამაგრი და სახურავზე – საბარგული განათების ზოლით.

ძრავის ნაწილში პიკაპი აღჭურვილია 6,2 ლიტრიანი Hellcat V8 აგრეგატით, რომელიც სტანდარტულად 712 ცხენის ძალას და 881 ნმ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, მოდელს აქვს გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა და ინდივიდუალურად დამზადებული გამონაბოლქვის სისტემა.

მანამდე Universal Studios-მა და ვინ დიზელმა ოფიციალურად დაასახელეს „ფორსაჟის“ დასკვნითი, მეთერთმეტე ნაწილის გამოსვლის თარიღი – ფილმი სახელწოდებით Fast Forever („ფორსაჟი სამუდამოდ“) 2028 წლის 17 მარტს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები