LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ დღეს მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა, თმის ღერიც კი მტკიოდა… დღეს ნამცხვარიც კი გამოვაცხვე – მაიკო კაჭკაჭიშვილი

4365
Untitled design - 2022-02-10T125028.614

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი კოვიდინფიცირებულია. მაიკო  სოციალურ ქსელში წერს, ინფიცირების პირველ დღეს ჯოჯოხეთი გაიარა, მეორე დღეს კი თავს კარგად გრძნობს.

„მეორე დღეა დღეს, გუშინ პირველ დღეს თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა,
თმის ღერიც კი მტკიოდა, სიცხეც მაღალი !! დღეს გავიღვიძე აღარც სიცხე და ვითომც არაფერი ნამცხვარიც კი გამოვაცხვე. მიდი და გაიგე ახლა რაშია საქმე.  ნუ ვერ ვიტყვი რომ ჩიტივით დავფრინავ, მაგრამ გუშინ ჯოჯოხეთი გავიარე და შედარებაც კი არ შეიძლება დღევანდელ დღესთან“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „სწრაფი ტესტები არ ადასტურებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ომიკრონი გვაქვს მთელ ოჯახს…“

მაიკო კაჭკაჭიშვილი ნუცა ბუზალაძის განცხადებაზე: “5000$ დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში დღეს ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები