მიმდინარე წლის ზაფხულში, 61 წლის მეგ რაიანის დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩენამ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. „ფრანგული კოცნის“ ვარსკვლავის ცნობა შეუძლებელი იყო. როგორც ჩანს, რაიანმა მაშინ მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.
„დაგვიბრუნეთ ძველი მეგი“, – არ წყდებოდა კომენტარები და როგორც ჩანს, მსახიობმა საზოგადოების რჩევა გაითვალისწინა.
სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ფაქტია, ის პრაქტიკულად ისე გამოიყურება, როგორც წლების წინ. ამ დღეს მეგის გრძელი შავი კაბა ამშვენებდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.
პლასტიკური ოპერაციის მორიგი მსხვერპლი – 61 წლის მეგ რაიანის ცნობა შეუძლებელია – უახლესი ფოტოები
ცნობისთვის, მეგ რაიანი და 63 წლის დევიდ დუხოვნი ახალი მელოდრამისთვის გაერთიანდნენ. „რა ხდება მოგვიანებით“, ასე ჰქვია ნოსტალგიურ ფილმს, რომელიც 2001 წლის შემდეგ რაიანისთვის პირველი მელოდრამაა. ფილმის პრემიერა 13 ნოემბერს შედგება.