LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

136
პოლიციის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს პროფესიული დღეს მიულოცავს და მათ სიტყვით მიმართავს. ვახტანგ გომელაური თანამშრომლებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობის შედეგად, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, ეფექტიანად აღკვეთეს დანაშაული, გახსნეს კრიმინალური ფაქტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სახის მედლით დააჯილდოებს.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება:

„31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კახეთის გზატკეცილზე 09:00 საათიდან 12:30 საათამდე ავტომობილების მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.

კერძოდ, წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ – მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.

ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალ ავტომობილების ნაკადს გადაადგილება შეეძლება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ 30 და 31 მაისს, მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ მ. ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე.

ასევე, დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის საშუალებით“, – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები