LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში – კონგრესმენები და სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ

99
Jim Risch

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ ჰაშინმა, აგრეთვე კონგრესმენებმა ადამ ქიზინგერმა და ჯერი ქონოლიმ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ძალადობრივი დარბევის შესახებ, მისი ლიდერის, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დასაპატიმრებლად, ღრმად შემაშფოთებელია.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის კორუფციული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განხორციელებისთვის საფრთხის წინაშე აყენებს იმას რაც საქართველოს დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან რჩება.

ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოილაპარაკონ,”- ნათქვამია განცხადებაში.

magti 5g