„პოლონეთში ჩამოვარდნილი მინიმუმ ერთი რაკეტის ფრაგმენტები რუსული ფრთოსანი რაკეტის ნამდვილად არაა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შეიარაღების ექსპერტი გიგა ინაშვილი წერს და ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა:
„ეს ჰაერსაწინააღმდეგო С-300 ის 5В55 ტიპის საზენიტო რაკეტის 48Д6 ტიპის ძრავის ნაკვეთურის ნამსხვრევებია. რაკეტა Р მოდიფიკაციაში მაქსიმალურ 90 კმ-ზე მიფრინავს შესაბამისად რუსეთიდან ნასროლი ვერ იქნება.
უკრაინული რაკეტაა დიდი ალბათობით რუსული ფრთოსანის ჩამოსაგდებად გაშვებული, რომელზედაც მართვა დაიკარგა.“ – წერს გიგა ინაშვილი Facebook-ზე.