LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – ასევე, დაჭრილია ერთი და დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე

665
პოლიცია-პოლონეთი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ფორტუნასთან” განცხადება გააკეთა.

“ქ. ბიტოვის პოვიატის პოლიციის კომენდატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ 2019 წლის 24 მარტს (გლიშნოს ტერიტორიაზე) მომხდარი დაპირისპირების (ჩხუბი) დროს სხეულზე მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და დაჭრილი იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე. აქვე გაცნობებთ, რომ ჩხუბში მონაწილეობისთვის დაკავებულია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს ქ. ბიტოვის პოვიატის პოლიციის კომენდატურა,” – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, 25 მარტს პოლონური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ  ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული 24 წლისაა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია. მედიის ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და  უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.

გავრცელებული ინფორმციით, ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს.