LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში „უშნო“ ხილისა და ბოსტნეულისთვის ბრენდი დააარსეს

38
cate-bligh-tppzdm6rh7s-unsplash

მოღუნული სტაფილოები, შეუხედავი ვაშლები თუ სხვა ხილ-ბოსტნეული პოლონეთის სუპერმარკეტებში ახალი ბრენდის Naturalsi-ს სახელით გაიყიდება.

ახალი სტარტაპი მთლიანობაში 7 პროდუქტს გააერთიანეს – ჭარხალს, სტაფილოს, კარტოფილს, ვაშლს, კომშს, ოხრახუშსა და ნიახურს. მათ მოწოდებაზე ადგილობრივი ფერმერები იზრუნებენ.

პოლონეთში ყოველწლიურად 5 მილიონ ტონა პროდუქტს ყრიან. მათგან რამდენიმე ათასი ტონა ნაგავსაყრელზე მხოლოდ იმის გამო ხვდება, რომ „არაესთეტიკური“ ვიზუალი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრაქტიკა ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. მაგალითად, დანიაში უკვე წლებია რაც „უშნო“ ხილსა და ბოსტნეულს არჩევენ და სუპერმარკეტში ფასდაკლებით ყიდიან. ამ ინიციატივის დამსახურებით დანიელებმა 370 ტონა ესთეტიკურად ნაკლებად მიმზიდველი, თუმცა ჯანსაღი და გემრიელი პომიდორი, კიტრი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული გადაარჩიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები