თელ ავივი – ეს ის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2018 წლის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული იყო. სწორედ თელ ავივის მარშრუტით ისარგებლა 155 442 მგზავრმა გასულ წელს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, თელ ავივის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მოსკოვია. აღნიშნული მარშრუტით ბათუმიდან საჰაერო გზით 113 408 ადამიანი გაემგზავრა.
მესამე პოზიციაზე კი სტამბოლია. რაც შეეეხება Top 5-ეულში მოხვედრილ დანარჩენ 2 ქალაქს, ესენია: კიევი და მინსკი.
ცნობისთვის, 2018 წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 598 862 მგზავრმა ისარგებლა. ზრდა 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით 21%-ია.