ბრენდის დიზაინ-განყოფილებამ Porsche Design-მა წარმოადგინა ახალი ჩემოდნების სერია Roadster Aluminium Trolley. კოლექციის დიზაინი შთაგონებულია სპორტქარით Porsche 911 Targa.
კომპლექტში შედის სამი სხვადასხვა ზომის ჩემოდანი, ხოლო მათი ფასი დაახლოებით 5450 დოლარია, დამატებითი ოპფიების გარეშე.
დიზაინი და მასალა
ჩემოდნების გარე პანელები მზადდება ანოდირებული ალუმინისგან, იმავე ტექნოლოგიით, რომელიც გამოიყენება Porsche-ს ავტომობილების წარმოების პროცესში.
დიზაინის ძირითადი დეტალები:
ზედაპირზე არსებული რელიეფური ხაზები იმეორებს 911 Targa-ს უსაფრთხოების რკალის დიზაინს;
დახრილი კუთხეები, რომლებიც იცავს ჩემოდანს ტრანსპორტირებისას;
საკეტის დახურვის ხმა სპეციალურად მიმსგავსებულია ისე, რომ ავტომობილის კარის დახურვას ჰგავდეს;

დამატებითი დეტალები
ჩემოდნები აღჭურვილია სპეციალურ საკისრებზე დამაგრებული ბორბლებით;
აქვს ორი სახელური – ალუმინის ან ტყავის მოპირკეთებით;
შესაძლებელია სხვადასხვა ფერის დამატებითი სახელურების ყიდვაც.
ჩემოდნები მხოლოდ ორ ფერში გამოვა:
- ვერცხლისფერი
- შავი

აღსანიშნავია, რომ Porsche-მა მსგავსი სტილის აქსესუარი უკვე გამოუშვა 2022 წელსაც, როცა ბრენდმა კომპაქტური ჩემოდანი შექმნა, რომლის დიზაინიც ადრეული 911-ის მოდელებზე იყო დაფუძნებული.