LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პორშემ“ მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებული მაქინაციები აღიარა

74
c8666b35e2f9f1851c89260476640330c6e22ccc

კომპანია Porsche–მ მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებულ მაქინაციებზე შიდა გამოძიება დაიწყო. ბრენდის წარმომადგენელმა აღიარა, რომ 2008–2013 წლების პერიოდში ავტომობილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემები ყალბდებოდა. ეს კი პირველ რიგში ორ მოდელს 911–სა  და Panamera–ს ეხება.

როგორც „პორშეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩანს, კომპანია ტექნიკურ ასპექტებს მუდმივად ამოწმებს. ერთ–ერთი ასეთი შემოწმების დროს კი დადგინდა, რომ გარკვეული პრობლემა არსებობდა და ამის შესახებ ბრენდმა გერმანიის ხელისუფლებას და ასევე აშშ–ს მთავრობას დაუყოვნებლივ აცნობა. დოკუმენტში საუბარია პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ჩადენილ მაქინაციებზე და მავნე გამონაბოლქვის მაჩვენებლის ხელოვნურ შემცირებაზე.

საქმეს ფედერალური საავტომობილო სააგენტო გამოიძიებს და შეისწავლის ყველა დეტალს, მათ შორის თანამშრომელთა მიმოწერებს და დაკითხავს ყველას ვინც „პორშეში“ 2008–2013 წლებში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ დიზელის ძრავთან დაკავშირებულ პრობლემაში „პორშე“ გასული მაისის თვეში ამხილეს და კომპანიას ჯარიმის – 535 მილიონი ევროს გადახდა მოუხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები