ამერიკულმა ჯგუფმა OneRepublic ახალი კომპოზიცია Better Days გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიმღერა ბიჭებმა კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში დაწერეს.
სინგლი მუსიკალური კოლექტივის მე-5 ალბომში Human იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოსვლაც 9 მაისს იგეგმება.
როგორც იცით, ჯგუფი საქრთველოში, „ბლექს სი არენაზე“ 10 ოქტომბერს კონცერტს გამართავს, პოპ-როკ ჯგუფი თავის ევროპოლ ტურნეს სწორედ საქართველოთი დაიწყებს.
10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს !!!
One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია