საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას:
„შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალებია – კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში