LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

87
პროკურატურა

პროკურატურამ გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გლდანში ახალგაზრდა ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს

მათივე ცნობით, 2021 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა ყოველგვარი მოტივის გარეშე, ხულიგნური ქვენა გრძნობით, პირს დანით განზრახ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

„სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

magti 5g