ამ დრომდე, უკვე ათობით მსოფლიო არტისტმა გამოთქვა პროტესტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო და უკრაინას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.
„Pink Floyd-ის ყველა ნამუშევარი 1987 წლიდან მოყოლებული, ასევე დევიდ გილმორის ყველა სოლო ჩანაწერი დღეიდან წაიშლება ციფრული მუსიკის ყველა პროვაიდერიდან რუსეთსა და ბელარუსში“, – ნათქვამია ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.
მალევე სოციალურ ქსელში დევიდ გილმორის პოსტიც გავრცელდა:
„ამ ომში გამარჯვებული არ იქნება. ჩემი შვილის ცოლი უკრაინელია, ჩემს შვილიშვილებს კი სურთ, თავიანთ მშვენიერ ქვეყანას ესტუმრონ. შეწყვიტეთ, სანამ ყველაფერი განადგურდა. პუტინი უნდა წავიდეს“, – წერს ლეგენდარული მუსიკოსი.
https://www.youtube.com/watch?v=axWVMr-RpMM