LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალაქში ერთი დიდი ციმციმა ვარსკვლავი დადიოდა, ელენე, რომელიც თავისი დადებითი ენერგიით სხვა ჩამქვრალ ვარსკვლავებს ანათებდა“ – ზემო საზანოში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს მეგობარი ემოციურ პოსტს უძღვნის

357
BeFunky-collage (2)

თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილ მოზარდებს მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან.

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ერთ-ერთი გარდაცვლილის, 17 წლის  ელენე შუკაკიძის მეგობარი.

„თანაკლასელები იყვნენ – სანიმუშოდ ზრდილი და გონიერი გოგონები, მომავლის გეგმებით სავსე.. ერთ-ერთს სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, სხვები დახმარებას ცდილობდნენ“ – რას ჰყვებიან ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიაზე

,,გაშავდა გაზაფხული…გაქვავდა ქალაქი…სამი ანგელოზი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა, გაფრინდა” – ჭიათურის N1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

„ქალაქში ერთი დიდი ციმციმა ვარსკვლავი დადიოდა, ელენე, რომელიც თავისი დადებითი ენერგიით სხვა ჩამქრალ ვარსკვლავებს ანათებდა ყველას ეხმარებოდა, არ უყვარდა უსამართლობა, მაგრამ მას უსამართლოდ მოექცნენ ნაადრევად წაიყვანეს და მოაშორეს თავის პატარა ვარსკვლავებს ყველას დიდი სევდა დაუტოვა, ცდილობდა რომ ასე არ მომხდარიყო მაგრამ თავი ვერ დააღწია გაფრინდა შორს, ახლა კი ციდან კაშკაშებს და მთელ მსოფლიოს ანათებს მისი სითბო არ ვიცოდით ერთმანეთზე რომელი ფერი, მუსიკა ან თუნდაც საჭმელი გვიყვარდა.

ალბათ, იმიტომ რომ წვრილმანი რამ იყო ჩვენთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი ვიცოდით ერთმანეთის გადადგმული ნაბიჯები ერთმანეთის სხვადასხვა საკითხზე განცდილი გრძნობა, ჩვენ ვიყავით დაქალები, რომლებსაც ყველა იმ სიტუაციაში რაშიდან სხვა ვერ გაგვიგებდა ერთმანეთს ვუყვებოდით, ამ მხრივ კი ყველაზე დიდი სიცარიელე დამიტოვე. ახლა როდესაც ცაში ავიხედავ და ყველაზე მეტად მანათობელ ვარსკვლავს დავინახავ იმას მოვუყვები რაც შენთვის მექნება სათქმელი, რადგან შენ ხარ ჩემი ვარსკვლავი

გარდაიცვალე, მაგრამ ვიცი რომ ახლაც ჩემს გვერდით ხარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მანდ ჩემით იამაყო. ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და ამავდროულად ყველაზე დიდი სიყვარული ხარ ისევ შევხვდები ჩემო ფერია“

ცნობისათვის, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და პატარა დასთან ერთად სტუმრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის პატარა და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა და კლინიკაში გადაიყვანეს. ბოლო ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g