LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა საყვარელ მამაკაცზე მისი დასაფლავების დღეს იქორწინა

105
Screenshot-2025-11-30-171310-696x378

ინდოეთში ახალგაზრდა ქალმა გარდაცვლილ რჩეულზე იქორწინა. ამის შესახებ India New England News წერს.

20 წლის ანჩალმა ქორწინების რიტუალი იმავე დღეს ჩაატარა, როცა მისი შეყვარებული, საკშამ ტეიტი, დაკრძალეს. მან სხეულზე წაისვა კურკუმა და შუბლზე წითელი ნიშანი (სინდური) დაიხატა, რათა სიმბოლურად საყვარელი ადამიანის ცოლი გამხდარიყო. მისი რჩეული სასტიკად მოკლეს მისივე ოჯახის წევრებმა, რომლებიც კასტებს შორის ქორწინებას არ ეთანხმებოდნენ. 

შეყვარებულის დაკარგვის შემდეგ, ანჩალმა განაცხადა, რომ ის დაქვრივდა და როგორც ქვრივს შეეფერება, მეუღლის სახლში დარჩება საცხოვრებლად. ამით ქალს იმის ჩვენება სურდა, რომ მისი სიყვარული სიკვდილზე ძლიერი იყო. „ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა, თუნდაც საკშამის სიკვდილით, ხოლო მამაჩემი და ჩემი ძმები დამარცხდნენ“, – განაცხადა მან. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დააკავა.

ანჩალმა  თავისი ნათესავების სიკვდილით დასჯა მოითხოვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ასე შეიძლება სამართლის პოვნა და საყვარელი მეუღლისთვის შურისძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები