LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა თანამშრომლებს წვეულებაზე არდაპატიჟების გამო სასამართლოში უჩივლა და მოუგო კიდეც

36
Capture

დიდ ბრიტანეთში ქალმა თანამშრომლებს სასამართლოში უჩივლა, რადგან სამსახურის შემდეგ დასალევად წასულებს მისი დაპატიჟება არ გახსენებიათ. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ქალი იმდენად გაბრაზდა, რომ კოლეგებს სასამართლოში უჩივლა.

51 წლის რიტა ლეერი კაზინოში მუშაობს და როგორც ამბობს, თანამშრომლები ყოველთვის ცივად ექცეოდნენ. ამ წვეულების დაგეგმვის დროსაც, ის საქმის კურსში არავის ჩაუყენებია და მის გრძნობებზე არავის უფიქრია. რიტამ დიდი სტრესი განიცადა, რადგან ერთადერთი იყო თანამშრომელთაგან ვინც ღონისძიებას არ ესწრებოდა.

ამის შემდეგ ლეერმა სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა და კოლეგების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. შედეგად მოსამართლემ გაიზიარა მისი პოზიცია და ქალი ასაკობრივი და რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარა. კოლეგებს მორალური ზარალის ანაზღაურება და 74 114 ევროს გადახდა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები