ქარდი ბის ოფიციალურ Youtube არხზე ბრუნო მარსთან დაანონსებული კოლაბორაციის პრემიერა შედგა.
ქარდი ბი ,,ინსტაგრამზე” დაბრუნდა და ბრუნო მარსთან დუეტი დააანონსა (ფოტო)
Please Me – ასე ჰქვია სინგლს, რომლის რელიზი 26 წლის რეპერმა საკმაოდ პიკანტურად აღნიშნა. ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, ,,ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მას მისი მეუღლე, ოფსეტი ,,სექსუალურად ავიწროებს”.
შეგახსენებთ, რომ სიახლე ,,გრემის” ლაურეატი შემსრულებლების მეორე ერთობლივი ნამუშევარია მას შემდეგ, რაც მათ გასული წლის იანვარში Finesse გამოუშვეს.