LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბი ,,ინსტაგრამზე” დაბრუნდა და ბრუნო მარსთან დუეტი დააანონსა (ფოტო)

9796052-0-image-a-7_1550113330472

რამდენიმე საათიანი დეაქტივაციის შემდეგ, ქარდი ბიმ ,,ინსტაგრამის” ექაუნთი აღადგინა. როგორც თავად 26 წლის რეპერმა აღნიშნა, მისი დაბრუნება, ახალი კოლაბორაციის შესახებ განცხადებას უკავშირდება.

გაირკვა, რომ პარასკევს ამერიკელი რეპერი ბრუნო მარსთან კოლაბორაციას შემოგვთავაზებს, რომლის სხვა დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ,,გრემის” ლაურეატ შემსრულებლებს აქამდე სინგლზე Finesse უთანამშრომლიათ, რომელიც მარსის მესამე სტუდიური ალბომის 24K Magic დელუქს გამოცემაში შედის.

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბიმ ,,ინსტაგრამის” ექაუნთი გუშინ წაშალა. მიზეზად მისკენ მიმართული უარყოფითი კომენტარები დასახელდა. ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ახალგაზრდა არტისტი ,,გრემიზე” გამარჯვებას არ იმსახურებდა.

ქარდი ბიმ ,,ინსტაგრამი” გააუქმა (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები