LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! – ხალხის მოთხოვნა ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია“ – სალომე ზურაბიშვილი

248
სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია,– ასე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს გამარჯვება ეძღვნება „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს.

„ვულოცავ ყველა იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვნის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება წარდგენაში. ამ სერიოზულმა ძალისხმევამ განაპირობა საქართველოს ორმაგი გამარჯვება: ერთის მხრივ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრი, და მაშასადამე ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, “ოცნების” მზაკვრული გეგმების მიუხედავად.

ამავდროულად ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით: 3 თვე ეძლევა მას, რათა შესრულდეს ძირითადი მოთხოვნები: პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა, პატიმრების განთავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა… „ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია!

ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს!“,- წერს ზურაბიშვილი.

„მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია“ – თეა წულუკიანი

„საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“ – ევროპის საბჭოს წევრი

„არც უკრაინას, არც ევროპაში რომელიმე სხვა ქვეყანას, არ სურს საქართველოს ომში ყოფნა – ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია – აღსდექ, საქართველო, იბრძოლე!“ – ოლექსი გონჩარენკო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

magti 5g