LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველ დედებს არაჯანსაღი ემოციური დამოკიდებულება გაქვთ შვილებთან და როდესაც ამ ემოციას უკან ვერ იღებთ, აკონტროლებთ და სიცოცხლეს უმწარებთ შვილს“ – ასტროლოგი ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი

722
პოდკასტი ვეძებ

ასტროლოგი ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს ზოდიაქოს ნიშნებსა და დედობის თემაზე, იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც მშობლობას ახლავს და იმ ემოციურ შეცდომებზე, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით ქართველ დედებს ახასიათებთ.

ასტროლოგის განცხადებით, ეს თემები წლების განმავლობაში ტაბუდადებულად ითვლებოდა, თუმცა მან ამ საკითხებზე საჯაროდ საუბარი ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ დაიწყო.

გრუზინსკის თქმით, ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები პრაქტიკულად კარგი დედები არიან, თუმცა მათ ხშირად აკლიათ ემოციური კომპონენტი. მისივე შეფასებით, დედობაში ძლიერი ნიშნები არიან ასევე მორიელი, თხის რქა და კირჩხიბი.

„წუნს ვერ შეუტან ქალწულს დედობაში, საოცრად რეალიზებული შვილები ჰყავთ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ დედობა პირველ რიგში ემოციური კავშირია,“ – ამბობს ასტროლოგი.

მან ასევე, გაიხსენა, რომ პირველი იყო, ვინც ამ თემაზე საჯარო „ლაივი“ ჩაატარა იმ პერიოდში, როცა მსგავს საკითხებზე საუბარი მიუღებლად ითვლებოდა.

„კომენტარები იყო ეს რა გაბედეო, ქართველ დედებს არაჯანსაღი ემოციური დამოკიდებულება გაქვთ შვილებთან და როდესაც ამ ემოციას უკან ვერ იღებთ, აკონტროლებთ და სიცოცხლეს უმწარებთ შვილს, მაგრამ ამას არ აღიარებთ… ნუ, ასეა… მადლობა ღმერთს, თანდათან წამოვიდა ცოტა უკეთესი თაობა…

ბევრი ქართველი ქალი არის შეუმდგარი… ძვირფასო საზოგადოება, ჩემი მიზანი არ არის მე თქვენ მოგეწონოთ, ჩემი მიზანია მე თქვენ ჩაგაფიქროთ, გავა დრო და მოგეწონებათ რასაც ვიძახი, დაფიქრდებით და იმუშავებთ საკუთარ თავზე… უამრავი კლიენტი მყავს და გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ 90% მეუბნება – „შენ ცხოვრება რადიკალურად შემიცვალე, საერთოდ სხვანაირად დამანახე ყველაფერი“…

ჩემი მიზანი, როგორც ასტროლოგის არ არის რომ გაგეპრანჭოთ, არამედ ჩაგაფიქროთ, სავარაუდოდ ახლა აგრესიას გამოვიწვევ… ამაზე არ ლაპარაკობდნენ, ეს იყო ტაბუ თემა… ვთქვი, რომ ქართველი დედა, რომელიც არის ემიგრანტი, ზუსტად ეს კონტროლი რომ ჰქონდეთ და გმირის როლი… არაა აუცილებელი გმირი იყო, დედა იყავი… როდესაც წლების განმავლობაში ხარ საზღვარგარეთ, არჩევ შენს შვილებს, სწავლაში აუცილებლად უნდა ჩადო ფული, მაგრამ მერე მანქანას და ბინას ნუ ყიდულობ, ცოლს კი მოუყვან, ბიზნესში ჩადე, ასე მიეხმარე…. მწერენ მერე ქალბატონებო, ბავშვისთვის მინდა კონსულტაცია და აღმოჩნდება, რომ ეს ბავშვები არიან 45 წლის კაცები…“

იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g