LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველებს აქვთ ერთი დამახასიათებელი ჩვევა, იციან თავდადება როდის არის საჭირო, ამის გამოძახილია დღევანდელი სიტუაცია” – კახა იშხნელი

159
BeFunky-collage (4)

“სწორად და დროზე გადადგმულმა ნაბიჯმა დღევანდელ კარგ შედეგამდე მოგვიყვანა,” – ასე აფასებს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას.

როგორც კახა იშხნელმა „POSTV“-ის ეთერში აღნიშნა, “ქართველებს აქვთ ერთი დამახასიათებელი ჩვევა, მათ იციან თავდადება როდის და სად არის საჭირო, ამის გამოძახილია ჩვენი დღევანდელი სიტუაცია.”

“საუკეთესო ვარიანტი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩვენი ერთობლივი მეცადინეობით გამოვიდა. ხშირად მიწევს კომპლიმენტების მოსმენა და მინდა, ეს კომპლიმენტები დავუბრუნო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორად და დროზე გადადგმულმა ნაბიჯმა მოგვიყვანა აქამდე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიცავთ ჩვენს დედებს და მამებს, ბებიებს და ბაბუებს, რადგანაც ასეთი საქმე კეთდება, ეს არ შეიძლება სიყვარულით არ კეთდებოდეს“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 638 გახდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 317 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 11. კარანტინის რეჟიმში 4 769 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 414.

“ეს თუ საქართველოს გამოუვიდა, ის მსოფლიო ტურიზმის ბაზარს დაიპყრობს” – რას წერენ საქართველოზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g