LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქათმის ქართულ სოსისებს გერმანელი ტექნოლოგი ამზადებს

117

„ბიუ-ბიუს“ ქათმის სოსისებს გერმანელი ტექნოლოგი ამზადებს. ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია „ჩირინამ“, სოსისების წარმოება ცოტა ხნის წინ დაიწყო და ამ მიმართულებით წარმოების გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს. როგორც „ფორტუნას“ კომპანიაში განუცხადეს, ბაზარზე, ძირითადად, საქონლის და ღორის ხორცით დამზადებული სოსისები დომინირებს, შესაბამისად, ქართველი მომხმარებლისთვის ქათმის სოსიები მაინც სიახლეეა.

„თუმცა, უპირატესობა, რაც ”ბიუ-ბიუს” ქათმის სოსისს აქვს არის ის, რომ ის ყოველდღიურად მზადდება ახალი და ნედლი ”ბიუ-ბიუს” ქათმის ხორცით.  მისი დამზადებისას არ გამოიყენება კონცენტრატები, გემოს გამაძლიერებელი და საღებავი დანამატები. შესაბამისად პროდუქტი არის კარგი ხარისხის და ამ ეტაპზე მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ „ბიუ-ბიუ“-ს ბრენდირებულ ჯიხურებში/მაღაზიებში, რომელიც ყოველდღიურად მარაგდება ახლად წარმოებული პროდუქციით. ამ დროისთვის მომხმარებლისთვის პროდუქციის გაცნობის ეტაპზე ვართ, სამომავლოდ კი ვგეგმავთ, სოსისები უფრო მასიურად ვაწარმოოთ. საქონლის სოსისისგან გასხვავებით, ქათმის პროდუქცია ნაკლებად კალორიულია და შესაბამისად, დიეტურია“, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, „ბიუ-ბიუს“ ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია
სოსისების მწარმოებელ ქარხანას სართიჭალაში 2018 წლამდე ააშენებს. საწარმო მთლიანად ხორცის გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული. აქ სოსისების გარდა, ძეხვეული და სხვა ხორცპროდუქტებიც იწარმოება. პროდუქცია ქათმის ხორცით დამზადდება, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.

შეგახსენებთ, ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც აძლევს მას საშუალებას სრულად აკონტროლოს ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე – ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.  თვითოეული საფეხურის ხარიხის კონტროლი რეგულარულად ხდება ლაბორატორია „სანაში“, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი აკრედიტაციის პროცესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები