LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქედს ვიხრი შენს წინაშე.. თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა“ – მელიტა ფურცელაძე ლაშა ბექაურს გამარჯვებას ულოცავს

4821
Untitled design

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აღნიშნულს მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით ეხმაურება და ლაშას გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავ ჩემო ლაშა 🇬🇪

თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ახლა ვტირი სიხარულით, შენ ჩემი შვილის გულშემატკივარი იყავი, დღეს მე ორმაგად გგულშემატკივრობ ჩემი და ლევანიკოს სახელით 🇬🇪 ❤️ „“რა მაგარი კაციაო“ – ამბობდა, ხოდა გაგიმარჯოს „მაგარო კაცო“ ❤️

ქედს ვიხრი შენს წინაშე…

მადლობა ამ სიხარულის ცრემლებისთვის შვილო ❤️🇬🇪“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები